მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
1 მარტიდან შეზღუდვების ნაწილი კიდევ მოიხსნება
ხვალიდან, პირველი მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი მოიხსნება.
საკოორდინაციო საბჭოს 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, მუშაობას განაახლებენ:
• საბავშვო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
• მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
• ქალაქ ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები;
• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა;
• გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება;
• კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.
25 თებერვლიდან ქვეყანაში აღდგა საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე.უქმე დღეებში მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.
კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.