1 წელი და 6 თვე პატიმრობა- ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრას ედავებიან
ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ბექა გრიგორიადისის მანქანის დაზიანებაშიც და ამისთვის სასჯელის სახით 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.
როგორც მედია იუწყება, ლაზარე გრიგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, დაზარალებულს კი მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა განაცხადა, რომ “ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო”, რის შემდეგაც, მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა.
საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და მისი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.
მარტის აქციაზე დაკავების შემდეგ, პროსახელისუფლებლო ტელეკომპანია POSTV-იმ გრიგორიადისის ფოტო გამოაქვეყნა აღწერით “წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ხოშტარიას პარტიის წევრი”.
მოგვინებით ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შვილის გაშავების პროცესი მიმდინარეობს.
მამამ შვილთან ურთიერთობაზე მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ წარსულში “პატარა ოჯახური შელაპარაკება” ჰქონდათ, თუმცა საკითხი ამოწურულია.
მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაკვალიფიცირდა. ნინო ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულიახმობს.
მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თუმცა, მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა. ლაზარე გირგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მეორე მხრივ, დაზარალებულს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა: “ძალიან მთვრალი ვიყავი, ბავშვი არაფერ შუაში იყო”. მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით, ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.
როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე მედიასთან ამბობს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება განპირობებულია ამავე სასამართლოში მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით, რომლის ფარგლებშიც გამოძიება 21 წლის გრიგორიადისს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმას და სამართალდამცველების ავტომობილის დაწვას ედავება. ბითაძე მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობით მოხსნეს რისკი, რომ მას განაჩენის გამოტანამდე მოუწევდა ციხის დატოვება, თუკი ამ საქმის განხილვა სასამართლოში არ დასრულდებოდა 9 თვეში, რაც წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური ვადაა.
ლაზარე გრიგორიადისის ნასამართლობის ფაქტს დაკავების შემდეგ, პირველ დღეებში, მის საწინააღმდეგო მტკიცებულებად იყენებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია, ისევე როგორც პროკურატურა – საქმის განხილვისას სასამართლოში.
გრიგორიადისი პოლიციამ მარტის აქციებზე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 29 მარტს დააკავა. წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა მას წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, ეწურება.