10 400 ყალბი თურქული ლირა საქართველოში

საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა.

გამოიძების მტკიცებით, “ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით შემოიტანა და შემდეგ, საქართველოში გაასაღა 10 400 ყალბი თურქული ლირა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუპიურებთან ერთად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი”.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძება.

მსგავსი პოსტები

Back to top button