მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

10 აგვისტოდან მოსალოდნელია შემთხვევების რაოდენობის კლება – თამარ გაბუნია

10 აგვისტოდან შემთხვევების კლება ველოდებთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ახლა ქვეყანა პიკის ფაზაში იმყოფება. თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1.3-1.4%-ის ფარგლებშია.

“პროგნოზი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს ემყარება. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად, დაახლოებით, 10 აგვისტოდან არის მოსალოდნელი, რომ შემთხვევების რაოდენობამ იკლოს. სიკვდილის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1.3-1.4%-ის ფარგლებში,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button