10 წლიანი მოთხოვნის შემდეგ ჰერეთისკარში ტრანსფორმატორი შეიცვალა

თითქმის 10 წელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის მოსახლეობა ძაბვის ხშირი ცვალებადობის გამო საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვერ იყენებს, ხოლო სოფელში არსებული საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის კომპიუტერული სწავლების პროცესს ვერ უზრუნველყოფს.

როგორც რადიო “ჰერეთს” ადგილობრივებმა განუცხადეს, აბონენტთა სიმრავლის გამო ტრანსფორმატორი სიმძლავრეს კარგავს, რაც დენის ცვალებადობას იწვევს.

როგორც ს/ს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ექსპლუატაციის სამსახურის უფროსმა ლაგოდეხში ზურაბ კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, პრობლემა უკვე გადაჭრილია.

მისივე თქმით, კომპანიამ ქსელის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დამატებითი სატრანსფორმატორო ჯიხური დაამონტაჟა, “რაც მოსახლეობას და სკოლას სტანდარტული სიმძლავრის ენერგიით მოამარაგებს”.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19413″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button