10 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცი 10 წლის გოგონას გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლემ დაკავებულს სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2015 წლის 4 ივნისს გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ იგი წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული და სასამართლოს განაჩენით, მას ჩამორთმეული ჰქონდა ავტოტრანსპორტის საშუალების მართვის უფლება, მიუხედავად ამისა იგი არ ემორჩილებოდა დაკისრებულ აკრძალვას და ავტომობილს მართავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button