კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

10 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ:

„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გასული წლის 10 ივნისს, გ.გ. სოციალურ ქსელ Facebook-ში 10 წლის არასრულწლოვანს მისივე თანატოლ გოგონად გაეცნო, რითაც შევიდა მასთან ნდობაში და დაზარალებულისგან უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ხასიათის მიმოწერა, ფოტოები და ვიდეო ფაილები, რის შემდეგაც ბრალდებული არასრულწლოვანს უკვე მოპოვებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით დაემუქრა.

გარდა ამისა, გ.გ.-მ დაზარალებულს ვიდეოზარით დარეკვა და სექსუალური ხასიათის ქმედებების შესრულებაც მოსთხოვა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გ.გ. 2020 წლის 16 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 157/1-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა – პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება – ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ).

მსგავსი პოსტები

Back to top button