მნიშვნელოვანირეგიონი

10 წლის გურჯაანელი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძვის

10 წლის გურჯაანელი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძვის.
საბერძნეთის კუნძულ როდოსზე მიმდინარე ევროპის მოსწავლეთა ჩემპიონატში, გურჯაანელი დათა ყალაბეგაშვილი თამაშობს.

შვეიცარიული სისტემით მიმდინარე ტურნირში 10 წლის სპორტსმენმა უკვე 7 ტური ითამაშა და 5 ქულა აქვს.
გურჯაანის საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, ყალაბეგაშვილს ამჟამად, მეორე პოზიცია უკავია.

” ჯერჯერობით, იკავებს მეორე პოზიციას, თუმცა ვნახოთ, ყველაფერი წინ არის. ძალიან ძლიერები დაამარცხა და იმედი მაქვს, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლასა შეძლებს”- ამბობს ქიტესაშვილი.
ევროპის მოსწავლეთა სასკოლო ჩემპიონატში 23 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
საჭადრაკო ტურნირი 29 აპრილს დასრულდება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონის ტიტულს მიიღებს.

დათა ყალაბეგაშვილმა მეოთხე თანრიგი ჭადრაკში, 6 წლის ასაკში მოიპოვა.
ამჟამად ის, საქართველოს ორგზის ჩემპიონი და უამრავი ტურნირის გამარჯვებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button