100 000 ლარი გადაეცემათ სამსახურის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს

13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო მთავრობის სხდომა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რთულია იმ წუთების გახსენება, რაც გასული წლის 13 ივნისს დედაქალაქში ხდებოდა და რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის სხდომაზე მინისტრები საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, რომელიც მეხანძრე მაშველებისათვის სამართლებრივი და სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას გულისხმობს.

პრემიერის თქმით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების შემთხვევაში, მეხანძრე მაშველების ოჯახებს ერთჯერადად გადაეცემათ 100 ათასი ლარი, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარიანი შემწეობა დაენიშნებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button