მსოფლიოსაქართველოსიახლეები
100 ათასი ევრო ლიეტუვასგან საქართველოს, სომხეთს, მოლდოვას და უკრაინას

ლიეტუვის მთავრობა საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის დასახმარებლად 100 ათას ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჰუმანიტარული დახმარება ლიეტუვაში მომუშავე კომპანიების მიერ წარმოებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გამოიყოფა.
„ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას აგრძელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 100 000 ევრო გამოიყოფა. ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს, სომხეთს, მოლდოვას და უკრაინას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.