მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

100 ათასი ლარი ბათუმობის დღესასწაულისთვის-აჭარაში მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადებიან

პანდემიის მიუხედავად, ბათუმში სახალხო დღესასწაულის გასამართად ემზადებიან. ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გამოყოფილი

დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ღონისძიება ბათუმის ბულვარში ჩატარდება და მოქმედი კომენდანტის საათის დაწყებისას არ დასრულდება. ერთდღიანი ღონისძიება ღამის 11 საათამდე იქნება და მის ფარგლებში გალა კონცერტი გაიმართება. ასევე მოეწყობა საბავშვო კუთხე, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, გამოიფინება ბათუმელი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყობა კინოჩვენებები და სპორტული შეჯიბრებები.

სახალხო დღესასწაული ბათუმობა 8 მაისს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button