100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი – უმრავლესობის ახალი ინიციატივა

საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო სისტემაზე საკუთარ კომპრომისულ ვარიანტს ასაჯაროებს. მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კონკრეტულ გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციას შერეული სისტემის შეარჩუნებას სთავაზობს, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება.
არჩილ თალაკვაძის ხმა ►
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებას ოპოზიცია უარით პასუხობს.
“ევროპული საქართველოდან” გიგა ბოკერიას ხმა ►
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმადა სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლებისწამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარიპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.