100 წლის ბრიტანელი ქალბატონი Vogue-ის მოდელი გახდა [Video]

100 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ბო გილბერტი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ჟურნალ Vogue-სთვის ფოტოსურათი გადაიღო. ინფორმაცია გამოცემის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

Harvey Nichols-ის მაღაზიათა ქსელის მიერ გამართული ფოტოსესია ჟურნალ Vogue-ს ბრიტანული გამოცემის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ფოტოსურათზე, რომელიც ფილ პოინტერმა გადაიღო, ხანდაზმულ ქალბატონს Valentino-ს სათვალე და Lanvin-ის კოლიე უკეთია, Dries Van Noten-ის ლაბადა, Victoria Beckham-ის ტოპი და The Row-ის შარვალი აცვია.

“ბოსთან მუშაობის დიდი პატივი გვხვდა წილად, იგი ზღაპრული და დამოუკიდებელი ქალბატონია, რომელიც უვადო სტილს ასახიერებს”, – განაცხადა Harvey Nichols-ის კრეატიულმა დირექტორმა შედი ჰოლიუელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button