მნიშვნელოვანისაქართველო

1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა რუსთავის “სტამბოლის ბაზრის” ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი იყო რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ ტერიტორიაზე.

ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ამ დროისთვის უცნობია, ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ხანძარი უცხო პირებმა გააჩინეს.

კიდევ ერთი ვერსიით ბაზრის ტერიტორიაზე მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რამაც ცეცხლი გააჩინა. ზუსტად რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებან უნდა დაადგინოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button