1000 ლარიანი გირაო ჟურნალისტის ცემისთვის [აუდიო]

1000 ლარიანი გირაო შეუფარდა მოსამართლემ თელავში ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულ თემურ ფიფიას. ფიფიამ თანხა მმომდევნო ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

თელავის სასამართლოში, რომან ქევხიშვილის ცემის ფაქტზე სასამართლო სხდომა გაიმართა და გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ ფიფიამ 4 აგვისტოს ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თელავის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა თემურ ფიფიას ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

4 აგვისტოს ვალერი კვარაცხელიას “სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა ჩაიშალა. მანამდე თელავის მუსიკალურ სასწავლებელში ხმაური იყო.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი დარბაზში შესვლას შეეცადა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოუსმინეთ “სოციალისტური საქართველოს” წარმომადგენლის თემურ ფიფიას და თავად დაზარალებულის, რომან ქევხიშვილის ხმას ►

გამოყენებულია Knews.Ge-ს მასალები

მსგავსი პოსტები

Back to top button