მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“1000 მშობლის საპროტესტო მარში ძალადობის წინააღმდეგ”- თელავშიც შეუერთდნენ

თელავის ცენტრში, თეატრის წინ, სამოქალქო აქტივისტებმა და მშობლებმა, არასრულწლოვნების მიმართ გახშირებული ძალადობა გააპროტესტეს და ამ მიმართულებით, კანონის გამკაცრება მოითხოვეს.

” ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ხმა აიმაღლოს ძალადობის წინააღმდეგ, სახელმწიფომ კი შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები კანონში, შეცვალოს განათლების პოლიტიკა ამ მიმართულებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში მცხოვრები ყველა არასრულწლოვანი იყოს დაცული და იცხოვროს უსაფრთხო გარემოში”- განაცხადა მარშის ერთ- ერთმა მონაწილემ, თამარ მოდებაძემ.

აქციის მონაწილეებმა, მთავარ პროკურატურაში გასაგზავნი სპეციალური მიმართვაც შეიმუშავეს, რომელშიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდას, ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებისათვის, პროკურატურაში სპეციალური დანაყოფის შექმნასა და ქობულეთში მომხდარი ძალადობრივი ფაქტის პროკურორის დასჯას ითხოვენ.
1000 მშობლის მარში, 9 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი, 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტის შემდეგ დაიგეგმა.

არასრულწლოვანმა სუიციდი მასზე განხორცილებული სექსულაური ძალადობის შემდეგ ჩაიდინა.

მშობლების საპროტესტო მარში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა

მსგავსი პოსტები

Back to top button