კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულები სენაკის იზოლატორში იმყოფებიან

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ სერგიეთში მცხოვრებ მამა-შვილ გაწერელიებს ბრალი უკვე წარედგინათ. ისინი ამ დროისთვის სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მათ უკვე ჰყავთ სახაზინო ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი.

დაზარალებული მოზარდი გოგონას დამრიგებელი ამბობს, რომ ბავშვისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.

ბავშვი სკოლაში ჩვეულებრივად იქცეოდა, არც გულჩათხრობილი და არც განმარტოებული ყოფილა.

იგივეს ამბობს სკოლის დირექტორი.

გაუპატიურებეული მოზარდის თანასოფლელებმა მეზობელი მოძალადე მამა-შვილის სახლი გადაწვეს და ფერფლად აქციეს, ოჯახი კი აიძულეს, საცხოვრებელი დაეტოვებინათ.

8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი გუშინ დააკავეს.

გოგონას მამიდის თქმით, ბავშვთან ფსიქოლოგები და სოც. მუშაკები მუშაობენ, რადგან მოზარდი სტრესულ მდგომარეობაშია.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა კაცმა 2018 წელს 9 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

როგორც აღმოჩნდა, დაზარალებული 8 წლის გოგონას დაა, რომელიც 9 წლისაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროკურატურის ინფორმაციით, გაუპატიურობას ადგილი არ ჰქონია.

ზ.გ.-ს ბრალდება წარედგინა, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button