105 წლის ბრიტანელმა დაბადების დღე ატრაქციონზე აღნიშნა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა [Photo/Video]

ბრიტანეთის ქალაქ იორკშირის მკვიდრი, ჯეკ რეინოლდსი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს უხუცესი ადამიანი, რომელმაც დაბდების დღე ატრაქციონზე აღნიშნა, – წერს Mashable.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პენსიონერი ამ სარისკო ნაბიჯით თანხის მოგროვებას აპირებს, რათა მშობლიური ქალაქისთვის სანიტარული ავიაციის თვითმფრინავი შეიძინოს.
„2017 წლის 6 აპრილს 105 წელი შემისრულდა. სახლში ჯდომისა და დედოფლის მიერ გამოგზავნილი მეორე წერილის კითხვის ნაცვლად, საქველმოქმედო თანხის მოგროვება გადავწყვიტე. ამასთან ერთად, საკუთარი ძალებიც მოვსინჯე და ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გავხდი, რომელსაც ოდესმე უსრიალია „ამერიკულ მთებზე“, – განაცხადა რეინოლდსმა.
105 წლის მამაკაცმა ადგილობრივ გასართობ პარკში ახლობლების თანხლებით „ამერიკულ მთებზე“ ისრიალა. მას ასევე ახლდნენ გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებიც, რომლებმაც რეინოლდის მიერ დამყარებული მსოფლიო რეკორდი დააფიქსირეს.