მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

11 000-მდე რუსი სამხედრო ბელორუსიაში იმყოფება

ბელარუსის ტერიტორიაზე მინსკმა და მოსკოვმა საერთო საჰაერო სამხედრო წვრთნები დაიწყეს

11 000-მდე რუსი სამხედრო ბელორუსიაში იმყოფება, მიმდინარეობს როტაცია. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა სერჰი დეინეკომ განაცხადა.
მისივე თქმით, როტაციის პარალელურად, უკრაინის საზღვართან დაჯგუფების ზრდა არ შეინიშნება.
„დღეის მდგომარეობით, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ჯარის რაოდენობა, დაახლოებით, 11 000 სამხედროა. ეს ციფრი ყოველდღიურად იცვლება, ვინაიდან, ახლა რუსეთის ქვედანაყოფების როტაცია ხდება, კერძოდ კი მეორე მოტომსროლელი დივიზია მეექვსე მოტომსროლელთა დივიზიამ ჩაანაცვლა“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა სერჰი დეინეკომ.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები განაგრძობენ ბელარუსთან საზღვრის გაძლიერებას და ამ სამუშაოს ერთი წუთითაც არ წყვეტენ.

ბელარუსის ტერიტორიაზე მინსკმა და მოსკოვმა საერთო საჰაერო სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

წვრთნები დღეს, 16 იანვარს, დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ძალები ივარჯიშებენ საჰაერო დაზვერვის ჩატარებაში, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივ პატრულირებაში, ქვეითი ჯარისკაცებისთვის საჰაერო მხარდაჭერის გაწევაში, დანიშნულების ადგილამდე ნივთების მიტანასა და დაჭრილი ჯარისკაცების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაში.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. უწყების ცნობით, პროცესში ჩართული იქნება ყელა აეროდრომი და სასწავლო პოლიგონი.

როგორც BBC წერს, ერთობლივი წვრთნები განსაკუთრებით საყურადღებოა რადგან, იგი ბელარუსის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის ახალ რისკებს წარმოქმნის.

ექსპერტების აზრით, მინსკში საერთო წვრთნების გააქტიურების სავარაუდო მიზანია, რომ უკრაინამ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის სამხედრო ძალა გააჩეროს მის ჩრდილოეთ საზღვარზე.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ძალების დიდ რაოდენობას ბელარუსში, ისინი ძირითადად წვრთნებით არიან დაკავებულები და დიდი ალბათობით მათი ბრძოლაში ჩართვა არ მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button