მოსკოვში უბილეთო მგზავრმა მეტროს 2 თანამშრომელი დაჭრა [Photo]

მამაკაცმა, რომელიც მეტროში უბილეთოდ მგავრობას აპირებდა, უშიშროების სმასახურის 2 თანამშრომელი დაჭრა. ინციდენტი 18 აპრილის საღამოს სადგურ “Багратионовская”-ზე მოხდა. პოლიცია ამტკიცებს, რომ მგზავრი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, – იუწყება რუსული მედია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცმა ჯერ ბილეთების გამყიდველ ავტომატს წიხლები დაუშინა, შემდეგ კი ტურნიკეტზე გადახტომა სცადა. ხოლო როცა მას უშიშროების სამსახურის თანამშრომლები გადაეღობნენ, მამაკაცმა გაზის პისტოლეტი ამოიღო და სახეში დამიზნებით ესროლა. სამართალდამცველები ქიმიური დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბოროტმოქმედი კი დააკავეს.

დაკავაბულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა, რომელიც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსკოვის მეტროში ტრავმატული იარაღის გამოყენების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 8 აპრილს, Калужско-Рижская-ს ხაზზე, ვაგონში ჩხუბი ატყდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა ოპონენტს ტრავმატული პისტოლეტიდან ესროლა და მიიმალა. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო ბოროტმოქმედი მალევე დააკავეს. მის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33676″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button