11 მაისს, 19 საათზე თბილისში 3 ლოკაციაზე ევროპის მარში დაიგეგმა
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს

11 მაისს, თბილისის სამ ლოკაციაზე „ევროპის მარში“ დაიგეგმა.
კერძოდ, მარშის მონაწილეები დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება.
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე:
რესპუბლიკის მოედანი
მარჯანიშვილის მოედანი
მეტრო 300 არაგველი.
სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.
აქ მათ სამართალდამცველების კორდონი დახვდათ მობილიზებული.
აქციის ორგანიზატორებმა პოლიციელებს მიმართეს:
“ვიცით, ძალიან ბევრს აქ დგომა არ გსურთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი გულანთებული პატრიოტია. გთხოვთ, თქვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროთ.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ ისინი სახელმწიფოს მიჯაჭვული აღარ იყვნენ. არ არის აუცილებელი, რომ ოჯახებში ლუკმა-პურის შესატანად თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოთ. გვაქვს კავშირი სხვადასხვა კომპანიასთან და გათავისუფლების შემთხვევაში, თქვენ შესაბამის ანაზღაურებას გადაგიხდიან, ზოგიერთი თქვენგანი კომპანიებშიც დასაქმდება. გთხოვთ, ამაზე იფიქროთ”, – მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა სამართალდამცველებს.
მშვიდობიანი დემონსტრანტები ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.