მნიშვნელოვანისიახლეები

110-ე შეხვედრა ერგნეთში და კიდევ ერთი გატაცებული საოკუპაციო ხაზთან

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ მედიასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა .ანთაძის თქმით, ამ დროისთვის, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, განაცხადა, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას განიხილავენ და გასულ წელს შეაჯამებენ.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა.
ირაკლი ანთაძის თქმით, დღეს ეს იქნება ერთ-ერთი თემა შეხვედრაზე, რომელზეც მხარეები ინციდენტთა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში იმსჯელებენ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი შემთხვევების შესახებ, როგორებიცაა ეგრეთწოდებული საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები, ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილების პრობლემა და უკანონო დაკავებები.

“გუშინ გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე. პრიორიტეტული საკითხები ჩვენთვის უცვლელია, ეს არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების საკითხი, ასევე ვისაუბრებთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, როგორც მოგეხსენებათ აქ გასული წლის აგვისტოს თვიდან, ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე ფუნქციონირებდა ე.წ. გადასასვლელები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდა საშუალება საშუალება გადმოსულიყვნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შესაბამისად, გვაინტერესებს გაგრძელდება თუ არა ეს პრაქტიკა. ჩვენი პოზიცია გახლავთ რომ მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვა,” – აცხადებს ანთაძე.
ირაკლი ანთაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი – გასულ წელს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69 შემთხვევა აღირიცხა.

ასევე გასული წლის აგვისტოდან, ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე პერიოდში ფუნქციონირებდა ე.წ. გადასასვლელები, რომელთა მეშვეობითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება ჰქონდათ. ირაკლი ანთაძის განცხადებით, დაინტერესდებიან, ეს პრაქტიკა გაგრძელდება თუ არა, დააყენებენ ე.წ. გადასასვლელების ფუნქციონირების დროის გახანგრძლივების საკითხს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 109-ე შეხვედრა 10 ნოემბერს შედგა.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დღევანდელ შეხვედრაზე (EUMM) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტიბორ კოზმა წარმოადგენს, მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი, რიგით 110-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ.

ასევე, განსახილველი საკითხები შეეხება იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button