საქართველოსიახლეები
111 კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული საქართველოში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/korona-3.png)
საქართველოში კორონავირუსისგან 111 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან პაციენტი 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.