112-ი მზადაა რეგიონულ მედიასთან ღია თანამშრომლობისთვის
112-ის ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს მედიასთან ღია და საქმიანი თანამშრომლობისთვის – ეს განცხადება “112”-ის ხელმძღვანელმა გიორგი ბიჭაშვილმა მედიატურის მონაწილეებთან შეხვედრისას გააკეთა.
რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს “112”-ის დეპარტამენტმა მედიატური მოაწყო 27-28 მაისს თბილისში, სასტუმრო “Holiday Inn” – ში.
2 დღიან კონფერენციაზე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობას “112”- ის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი უწევდნენ. მედიის წარმომადგელებმა ასევე დაათვალიერეს 112-ის შენობა, სადაც”ქოლ-ცენტრია”განლაგებული და ათასობით მოქალაქის ზარი შედის.
112-ის წარმომადგენლება დეტალურად ისაუბრეს დეპარტამენტის სიახლეებზე. ფუნქციებზე და ვალდებულებებზე, სოციალურ პასუხისმგებლობაზე საზოგადოების წინაშე. ნაჩვენები იქნა სხვადასხვა საინფორმაციო რგოლი “112”-ის მუშაობასთან დაკავშირებით.
წელს “112”-მა სპეციალური სერვისი შეიმუშავა სმენადაქვეითებული პირებისთვის, რათა მათაც შეძლონ გადაუდებელ დახმარების ნომერთან წვდომა.
გაიმართა დისკუსია მედიის წარმომადგენლებსა და 112-ის ხელმძღვანელობას შორის, სადაც მედიის მხრიდან გარკვეული რჩევები და მოსაზრებებიც გამოითქვა აღნიშნული დეპარტამენტის უკეთ ფუნქციონირებისთვის.
რეგიონული მედიის წარმომადგენლემა აღნიშნეს, რომ ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის შესახებ, რაც აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი.
დეპარტამენტი გადაუდებელი დახმარების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, 2012 წელს შეიქმნა.
ცენტრის მიზანია, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ადგილობრივი მოქალაქეებისა და ტურისტებისათვის შესაბამისი დახმარების ეფექტურად აღმოჩენა.