მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 61-მდე გაიზარდა

კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსი 61 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია, – იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge.
ამჟამად კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ოთხი ახალ ინფიცირებულის შემთხვევა ეს არ არის შიდა გადაცემა. მისი თქმით, ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულები.

„ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა”, – აზუსტებს ენდელაძე. როგორც ექიმი აღნიშნავს, მათი ზოგადი მდგომაროება ამ დროისთვის არ არის მძიმე მომავალში ჩატარდება გამოკვლევები და დაენიშნებათ მკურნალობა.

„ახალი შემთხვევბის კავშირები გამოიკვლევა, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ მანამდეც. ყველანი საშუალო ასაკის არიან, ერთი შედარებით ახალგაზრდა,15 წლის ბავშვია,“ – თქვა მარინა ენდელაძემ.

კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button