მსოფლიოსიახლეები

დაჯარიმება, ცოლ-შვილთან ყოფნის ნაცვლად

იტალიის ქალაქ ფლორენციაში პოლიციელებმა კარანტინის დამრღვევი პირი გააჩერეს, რომლის განცხადებით, მას სახლში ცოლ-შვილთან დარჩენას ჯარიმის გადახდა ერჩივნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Repubblica ავრცელებს.

მამაკაცი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როდესაც ის პოლიციამ შენიშნა და გააჩერა. პოლიციამ მას ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუ რატომ იმყოფება გარეთ იმის ნაცვლად, რომ თვითიზოლაციის წესებს იცავდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კარანტინის რეჟიმის დამრღვევმა პირმა განაცხადა, რომ სახლში ცოლ-შვილთან ყოფნა მეტი აღარ შეეძლო და ერჩივნა, ჯარიმა გადაეხადა. სამართალდამცველებმა მას ჯარიმა გამოუწერეს და სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

იტალიაში კარანტინის პერიოდის განმავლობაში რეჟიმის დარღვევის 250 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button