მნიშვნელოვანისიახლეები

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიიდან ესკორტის თანხლებით გაიყვანეს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ. სადაც ის 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

ამ წუთებში მისი ესკორტირება დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალების თანხლებით განხორციელდა.

ის 7 ნოემბრის საქმეზე მისი სასმართლო სხდომის მეორე ნაწილს აღარ დაესწრება. იქამდე კი მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზიდან მოსახლეობას ვრცელი სიტყვით მიმართა, ისაუბრა “ოცნების” რეჟიმზე, მის მიმართ წაყენებული საქმეების სამართლებრივ აბსურდულობაზე და რაც მთავარია, მის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.

მესამე პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების სისტემა ძალადობაში პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ამხილა.

მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს ეზოსთან მისი მხარდამჭერები ელოდებოდნენ და შეძახილებით “მიშა, მიშა მართლა მაგარია”, გააცილეს.

პარალელურად, სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება, გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button