მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

1192 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8060-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 136-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისს უკავშირდება, ხოლო აჭარას 343.

“განაწილება ასეთია: ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხვევა 471-ია, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში – 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია: სამეგრელო ზემო – სვანეთში არის 45, შიდა ქართლში – 37, ქვემო ქართლში – 39, გურიაში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთში – 13 და კახეთში კი 11“, – განაცხადა ენდელაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button