მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

1197-თბილისი, 620-აჭარა, 438-იმერეთი – სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, 1 197 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აჭარაში გამოვლენილია ინფიცირების 620 შემთხვევა, ხოლო იმერეთში 438.

“დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, ქვემო ქართლში – 109, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 138, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 38, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28”,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 18 პირიდან 7 თბილისში მკურნალობდა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 ადამიანი, აჭარაში – 4, იმერეთში – 4, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 441 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 345 პირია.

მსგავსი პოსტები

Back to top button