მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში 12-მდე გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებული ლაგოდეხის ერთ-ერთ კლსტერთან კონტაქტში მყოფი, შუახნის ქალია.

ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ, თავად კოვიდინფიცირებული, თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღევანდელი მდგომარეობით, ლაგოდეხში სამი კლასტერი და კორონა ვირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა.

მთლიანად, კახეთის რეგიონში კი უკვე 38 ინფიცირებული პირია.

ზოგადად საქართველოს მასშტაბით კი მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3913
გამოჯანმრთელებული – 1574
გარდაცვლილი – 22
კარანტინის რეჟიმში – 5255
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მსგავსი პოსტები

Back to top button