მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები
12სთ-ის მონაცემებით, ლაგოდეხის უბნებზე, 7615 მოქალაქე მივიდა

12 საათის მონაცემებით, ლაგოდეხის საარჩევნო უბნებზე, 7615 მოქალაქე მივიდა.
ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დარბაიძე რადიო ჰერეთთან აღნიშნავს, რომ აქტივობა არის საკმაოდ მაღალი და დარღვევებიც ძირითადად პროცედურულ ნაწილშია დაფიქსირებული.
მისი თქმით, 21-ე უბანზე გადასატანი ყუთის ჭრილი იყო დასალუქი და ამ შემთხვევაზე საჩივარია დაწერილი.
აღნიშნული უბანი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ კაბალის თემშია განთავსებული. ამავე თემის 36-ე უბანზე პრობლემა დაფიქსირდა ნაკადის მოწესრიგებასთან დაკავშირებით.
ლაგოდეხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ეთნიკურად დასახლებულ სოფლებშიც ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება.