სტიქიის შედეგად ხელვაჩაურის სოფელი დაიმეწყრა

სტიქიას ებრძვიან აჭარაში. ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მეწყერი ჩამოწვა, რამაც საფრთხე შეუქმნა იქ მაცხოვრებლებს.

სტიქიის შედეგად დაბზარულია საცხოვრებელი სახლის კედლები, განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთი და ხეხილი. ასევე, ჩახერგილია გზა, რამაც 4 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.
სოფლის მაცხოვრებლები დახმარებას და გასახლებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ და ყოველწელს უხვი ნალექის დროს საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.
ადგილზე გეოლოგები და ადგილობრივი მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. ოჯახების გასახლების საკითხი გეოლოგების დასკვნაზეა დამოკიდებული. გაწმენდით სამუშაოები შესაბამისი ტექნიკით უკვე დაწყებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button