მნიშვნელოვანიმოზაიკამსოფლიო

ჩინელმა მეცნიერებმა, მაიმუნებს ინტელექტის გასავითარებლად, ტვინში ადამიანის გენი შეუყვანეს

ჩინეთში, კუნმინის ზოოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, რამდენიმე კვლევით დაწესებულებაში ექსპერიმენტი ჩატარდა, რა დროსაც პრიმატების ტვინში, ოპერაციული გზით, ადამიანის გენის – MCPH1-ის იმპლანტირება განხორციელდა. მეცნიერების ვარაუდით, შედეგად, ადამიანებსა და მაიმუნებს შორის არსებული ევოლუციური განსხვავება შემცირდება და მაიმუნებში ინტელექტის განვითარება მოხდება. მეცნიერების თქმით, კვლევის მიზანს ადამიანში ინტელექტის განვითარების ევოლუციური პროცესის ამოხსნა წარმოადგენს.

ახლა, ექსპერიმენტის მონაწილე 11 ტრანსგენურ მაიმუნზე მიმდინარეობს დაკვირვება. მეცნიერების თქმით, ტომოგრაფიის შედეგად, გამოვლინდა ნეირონების აქტივიზაცია და სხვა ისეთი პროცესები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი.

როგორც კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, სუ ბინმა CNN-ს განუცხადა, ექსპერიმენტი კუნმინის ინსტიტუტი ეთიკის საბჭომ განიხილა, ის საერთაშორისო სამედიცინო პრაქტიკასთან თანხვედრაშია და არ არღვევს ცხოველთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.

სამეცნიერო წრეებში, დიდი ხანია მსჯელობა მიმდინარეობს მაიმუნებზე ჩატარებული ტრანსგენური ექსპერიმენტების შესახებ. იმ მეცნიერებმა, რომლებიც ამგვარი კვლევების მიზანშეწონილობას ეჭვის ქვეშ აყენებენ, აღნიშნეს, რომ ამ ექსპერიმენტის ხელმძღვანელები სარისკო გზით მიდიან.

ჩინელი მეცნიერების ჯგუფი, კვლევის მიზნად, ინფორმაციის მიღებას ასეხელებს ადამიანის უნიკალურობაზე. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ მეტს შეიტყობენ ადამიანთა ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის, მაგალითად, აუტიზმის სინდრომის მიზეზებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button