მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

13 საათიანი მცდელობის შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შევიდა

ომის დაწყებიდან 190-ე დღეს უკრაინაში

13 საათიანი მცდელობის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შევიდა. ადგილზე რუსი სამხედროების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა იმყოფება. სპეციალური ჯგუფი ოლქში გუშინ ჩავიდა, თუმცა წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს და ექსპერტები გადაადგილებას დღის მეორე ნახევრამდე ვერ ახერხებდნენ.
გამოცემა Reuters უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ექსპერტთა ჯგუფმა, შესაძლოა, ადგილზე იმაზე ნაკლები დრო გაატაროს ვიდრე დაგეგმილი იყო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კი განაცხადა, რომ რუსეთი ენერგოდარში სამხედრო ოპერაციების სიმულაციითა და ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვით გაეროს მისიის ვიზიტისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი უკრაინაში 29 აგვისტოს გაემგზავრა. მისიას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ავრცელებს.

რუს სამხედროებს ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა.

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა.

ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ.

თუმცა, როგორც რაფაელ გროსი ამბობს, შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი.

“ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება”. – აცხადებს გროსი.

“გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიეში (ISAMZ), რომელსაც გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი უძღვება ახლახან მივიდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რათა გამართოს ბირთვული უსაფრთხოების აუცილებელი და დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები.“ – წერს IAEA.
დროებით ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში გაეროს მისიის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს, მათ შორის, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის რაიონს 2022 წლის მარტიდან აკონტროლებენ. მისიის შეფერხებაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვამ კი მეხუთე ენერგობლოკის დახურვა გამოიწვია, რაც ენერგოატომის ინფორმაციით, ობიექტში მოქმედი ორი რეაქტორიდან ერთ-ერთი იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა უსაფრთხოდ იმუშაოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა თავიანთი ამოცანების შესრულება შეძლონ. ლავროვმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისა თქვა, რომ მოსკოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიისგან ობიექტურ შეფასებას ელოდება.

“ჩვენ სწორედ ობიექტურობას ველოდებით, თუმცა ყველა დანარჩენს, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ ვიზიტთან, მის მზადებასთან და მისი გართულების მცდელობებთან, აშკარად არ სურს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ ობიექტური დასკვნები გააკეთოს“, – ამბობს ლავროვი
ამასთან, ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარის ქმედებები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გარშემო კატასტროფულ შედეგებს არ გამოიღებს.

ლავროვის მტკიცების მიუხედავად, რუსეთი არ წყვეტს ატომური სადგურის ტერიტორიის დაბომბვას. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს IAEA-ს მისიის წინასწარ შეთანხმებული მარშრუტიც.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა მარტში დაიკავეს. ბოლო კვირების განმავლობაში ფრონტის ხაზზე მდებარე სადგურის გარშემო ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა.

შეგახსებთ რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, 14 ექსპერტის შემადგენლობით, ვენიდან კიევში 30 აგვისტოს ჩავიდა, მეორე დღეს კი, ქალაქ ზაპოროჟიეში გაემგზავრა. ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსული, ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ექსპერტებს არ მისცემდნენ სპეციალურ საშვებს ენერგოდარში შეუფერხებლად ჩასასვლელად და რიგში დგომა მოუწევდათ, რადგან თუ ეს არ სურდათ, ატომური ელექტროსადგურისკენ რუსეთის ტერიტორიიდან უნდა გამგზავრებულიყვნენ და არა კიევიდან…

მსგავსი პოსტები

Back to top button