მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

„პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარა ოკუპირებულ ტერიტორიებს შეადარა

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში, საარჩევნო ბანერზე აჭარის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან გამოყო. ბანერის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე განთავსებულ ბანერზე წერია მოწოდება „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

გავრცელებულ ფოტოს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებიდან უნდა მოიხსნას და აგრეთვე სამართლებრივი პასუხი აგონ.

„გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან. პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა – დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას“, – წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხატია დეკანოიძე.

ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში. ეს ბანერი სარფისკენ მიმავალ გზაზეა და სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ, დღესვე! ასეთ მესიჯებს აჭარა არ პატიობს! – წერს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button