მნიშვნელოვანისაქართველო

14 ნოემბრი – თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 3 163 პაციენტი, გარდაიცვალა 33 ადამიანი. საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 76 658-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 58 674-ს.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ახალი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისი – 1 232 შემთხვევა;
  • აჭარა – 603 შემთხვევა;
  • იმერეთი – 619 შემთხვევა;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397;
  • ქვემო ქართლი – 122 შემთხვევა;
  • შიდა ქართლი – 140 შემთხვევა;
  • გურია – 94 შემთხვევა;
  • მცხეთა-მთიანეთი – 97 შემთხვევა;
  • კახეთი – 102 შემთხვევა;
  • სამცხე-ჯავახეთი – 76 შემთხვევა;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22 შემთხვევა.

აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289, მათგან 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 541.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი; 3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, საკარანტინე სივრცეებში რჩება 2 425 ადამიანი.

14 ნოემბრის მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button