მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოები 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. მზია ამაღლობელი მე-19 დღეა, შიმშილობს.

„„მედიის თავისუფლების კოალიციის” წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს.

ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს“, – აცხადებენ საელჩოები. საერთო განცხადების ტექსტი პირველად გაერთიანებული სამეფოს საელჩომ გაავრცელა X-ზე.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრები აცხადებენ, რომ უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით.

მზია ამაღლობელი მე-19 დღეა, შიმშილობს ციხეში. მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და 30 იანვრისთვის „მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა”.

„როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას“, – წერია განცხადებაში. „ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში“, – აცხადებენ 14 ქვეყნის საელჩოები.

„მედიის თავისუფლების კოალიცია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს“.

ხელმომწერი ქვეყნები არიან:

ავსტრია,
ჩეხეთი,
დანია,
ესტონეთი,
საფრანგეთი,
გერმანია,
ლატვია,
ლიეტუვა,
ნიდერლანდი,
ნორვეგია,
შვედეთი,
შვეიცარია,
გაერთიანებული სამეფო,
უკრაინა.
Joint statement of 14 embassies of the Media Freedom Coalition in Georgia.

მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი 14 ქვეყნის საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. pic.twitter.com/nq65sWtnlw

— UK in Georgia (@UKinGeorgia) January 30, 2025

“გამოვდივარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით,” – ამის შესახებ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი ქსელში წერს.

“გამოვდივარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული.

დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმის ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ…”, – წერია პოსტში.

ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, სახელმწიფო უწყებები, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

29 იანვარს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.

უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი – ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას, მისთვის წაყენებულ ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 12 იანვარს “პოლიციელზე თავდასხმის” ბრალდებით დააკავეს. ის საპატიმროში, პროტესტის ნიშნად, მე-19 დღეა, შიმშილობს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button