კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

14 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული დაიჭირეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს, პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივარი დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ, 14 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირში ბრალდებული, 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.გირაოს შეფარდების საფუძველი, ექსპერტიზის დასვნის არარსებობა გახდა, რომელიც მამაკაცისა და გოგონას სქესობრივ კავშირს დაადასტურებს.
გოგონას ძმა, რომელსაც არასრულწლოვანზე ძალადობა ედება ბრალად, სასამართლომ დააპატიმრა.
შემთხვევა, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მოხდა.
გამოძიების მტკიცებით, 25 წლის მამაკაცმა, 14 წლის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.
ფაქტის შეტყობის შემდეგ კი, ძმამ გოგონას სასტიკად სცემა.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126′ მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126′ მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button