მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

14 წლის გოგოს მკვლელობა ირანში

ირანში ე.წ. “ღირსების მკვლელობას” 14 წლის გოგო, რომინა აშრაფი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მან შვილი 35 წლის შეყვარებულთან ერთად გაქცევის გამო მოკლა, რადგან მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა.

გაქცეული წყვილი პოლიციამ დააკავა და მოზარდი სახლში დააბრუნა. არსებული ინფორმაციით, მამა შვილის საძინებელში შევიდა და თავი ნამგლით მოჰკვეთა.

მომხდარმა ქვეყანაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოება „ღირსების მკვლელობის“ პრაქტიკის მოსპობას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button