“141 კგ ჰეორინი აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოჰქონდათ”

აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მიმავალ სატვირთო მანქანაში დიდი რაოდენობით ჰეორინი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სატვირთო მანქანა აზერბაიჯანში ირანიდან შევიდა. სატრანსპორტო საშუალება ტაჯიკეთის 31 წლის მოქალაქეს ეკუთვნის. მანქანის შემოწმების დროს მებაჟეებმა სამალავში 141 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს.

სატვირთო მანქანის მძღოლის თქმით, ის აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გეგმავდა ჩასვლას.

მსგავსი პოსტები

Back to top button