მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავარიის შედეგად დაშავებული 6 პირიდან, 2 მცირეწლოვანია

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის, ორი მცირეწლოვანია.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული პირები, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ყველა მათგანს, ამ წუთებში, საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

რომელი მუხლით დაიწყება გამოძიება, რადიო ჰერეთი, შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button