მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

“ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის მმართველს” – ამ სლოგანებით აქციის მონაწელეები ბიზნეს ცენტრისკენ დაიძრნენ და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მიმდინარე მოვლენებზე პასუხიმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება .

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია.

ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button