მნიშვნელოვანირეგიონი

“გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებს საფრთხე არ ემუქრებათ”

გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 3 ბავშვი, ერთი უცხოელი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ჭანკოტაძე.

გომბორისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს “ნისანისა” და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button