საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური 3 837 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა ჩOVID-19-ით დაავადებული 44 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1883-მდე გაიზარდა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 105 პირი გამოჯანმრთელდა,
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გაკეთდა 20 176 PCR და სწრაფი ტესტი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია – 194 900
გამოჯანმრთელებულია – 164 786
გარდაცვლილია – 1 883
კარანტინის რეჟიმში რჩება – 969
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 734
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 710
თებერვლიდან დღემდე, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 194 900 შემთხვევა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 73 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 51 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.