მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება” ოპონენტებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

“ქართული ოცნება” ოპოზიციასთან კონსტრუქციული შეხვედრისთვის მზადაა. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მხარეებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არსებობს წითელი ხაზები.

“ჩვენ სულ ვაცხადებდით ამას და კვლავ შეგვიძლია იგივე განვაცხადოთ, რომ მოლაპარაკების კარი არის მუდამ ღია კონსტრუქციული საუბრისთვის კონსტრუქციული მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა არსებობს წითელი ხაზებიც, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიკვეთება, მით უმეტეს დღევანდელი მოცემულობით, როცა არც ერთი კითხვის ნიშანი არც ერთი მხრიდან რა თქმა უნდა თეორიულ დონეზეც კი არ დარჩა იმის, რომ რაიმე შესაძლებლობა და რესურსი არსებობდეს კიდევ ბოიკოტის გაგრძელების” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. მას შემდეგ ელჩები ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებენ.

„ქართულ ოცნებაში“ ამ დრომდე გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას და ოპოზიციის ბოიკოტს დაუსაბუთებლად და აბსურდულად მიიჩნევენ

მოისმინეთ დავით მათიკაშვილის კომენტარი

მსგავსი პოსტები

Back to top button