15 000 ლარი, 9 000 დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცეს
ყაჩაღობაში ბრალდებულმა “პროკრედიტ ბანკიდან” 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი თქმით, ბრალდებული საკუთარ ბინაში დააკავეს და გატაცებული თანხა ამოიღეს.
“გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში