15 000 თუ 45 000 – რამდენი დახარჯა გამგეობამ სამუშაოების მონიტორინგისთვის?
მიმდინარე წლის ზაფხულში ლაგოდეხში სტიქიის შეგეგად დაზიანებული 600-მდე სახლის რეაბილიტაცია ცენტრალურ ბიუჯეტს 2 მილონ ლარზე მეტი დაუჯდა, ხოლო სამუშაოებისთვის ზედამხედველობა, რომ განეხორციელებინათ ლაგოდეხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კიდევ 45 ათასი ლარი გამოიყო.
ირკვევა, რომ ამ თანხიდან 15 ათასი ლარი დაიხარჯა. ოპოზიცია ამ ხარჯს დაუსაბუთებლად მიიჩნევს და მისი მიზნობრიობის შესწავლას იწყებს.
რეალურად რა თანხა გადაიხადა გამგეობამ მომსახურებაში, რომელიც მისივე ზედამხედველობის სამსახურს უნდა განეხორციელებინა?
მოუსმინეთ სოფო სარალიძის რეპორტაჟს