საქართველოსიახლეები

“1,5 მილიარდის კონსოლიდირება მოვახდინეთ”

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “ღამის კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილ ადამიანებითვის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვი დახმარება, განსხვავებული იქნება. თუმცა, მინისტრმა კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა.

“კონკრეტულად, 150 ლარი იქნება თუ 200 – ეს არ არის გადამწყვეტი. სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს ექნებათ სხვადასხვა საკომპენსაციო პაკეტი, იქიდან გამომდინარე, თუ ერთის მხრივ, რამდენად არის ეს ჯგუფი დაზარალებული და, მეორეს მხრივ, რამდენად არის ჩვენი რესურსები ამისთვის სამყოფი. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან კონკრეტული ციფრები ჯერ ზუსტდება და დაუზუსტებელი ინფორმაცია არ მინდა, რომ მოგაწოდოთ,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ივანე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა იმ დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კრიზისულ პერიოდში საქართველოს გვერდით დგანან და დახმარებას უწევენ.

“ამ მოლაპარაკებების შედეგად, 1,5 მილიარდის კონსოლიდირება მოვახდინეთ. თავს მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (სსფ), დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ტრანშები დაიწყება პრაქტიკულად აპრილიდან, იქნება ნაწილობრივი ჩამორიცხვები აპრილი, მაისი და ეს გაგრძელდება წლის ბოლომდე და გადავა 2021 წელშიც. ჯამში საქართველოს ბიუჯეტი როგორც საბიუჯეტო დახმარებას, ისე მიზნობრივი პროექტების დაფინანსებას, მიიღებს დაახლოებით 1,5 მილიარდს. დაახლოებით იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერზე ჯერ არ არის ხელი მოწერილი და არ არის სრული თანხმობა,” – განაცხადა მაჭავარიანმა და არ გამორიცხა, რომ ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button