რეგიონისიახლეები

15 წლის ბიჭი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა სოფელ მუგუთში. მეხის დაცემის შედეგად, 15 წლის მოზარდი დაიღუპა.

ინფორმაციას სააგენტო ,,რესი” ავრცელებს. სოფელი მუგუთი ოკუპირებულ ზნაურის (ყორნისის) რაიონში მდებარეობს და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანს ემიჯნება.

“მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.” – უთხრა სააგენტო ,,რესს”-ს საავადმყოფოს წარმომადგენელმა.

წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე იყო, ხელში კი, მობილური ტელეფონი ეკავა, როცა მეხი დაეცა.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, უამინდობა მომდევნო 3 დღის მანძილზე გაგრძელდება და ჭექა-ქუხილი, წვიმები და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button