15 წლის ბიჭის დაჭრის საქმეზე 17 წლის მოზარდი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის ბიჭის დაჭრის საქმეზე 17 წლის მოზარდი დააკავა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, 2000 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წეროვანში აიყვანეს.

გამოძიების მტკიცებით “დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში.

ამ დროისთვის დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მკურნალობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button